მუსიკოსები კაფე მზიურისთვის ! – 1 ივლისს 20:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართება

კაფე მზიურის მხარდასაჭერად 1 ივლისს 20:00 საათზე მუსიკალური აქცია სახელად “მუსიკოსები კაფე მზიურისთვის” გაიმართება.
“როგორც იცით, ჩვენი კაფე საფრთხეშია და მის გადასარჩენად თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, “მზიურის კაფეს” ირგვლივ ერთიანდებიან ჩვენი მეგობრები, ადამიანები, ვინც ახლოს იცნობენ ჩვენს საქმიანობას, ვისთვისაც ჩვენი სოციალური მიზნები და მიღწევები მნიშვნელოვანია.
ჩვენთან დაუკრავენ:
· ნიკა კოჩაროვი,
· რეზო კიკნაძის კვინტეტი,
· რობი კუხიანიძე,
· MokuMoku,
· მწვანე ოთახი,
· ზაზა ხუციშვილი,
· LOUDSPEAKERS,
· ლექსო რატიანი,
· თამადა,
· ნინო ქათამაძე & ინსაითი,
· ,
· ალექსანდრე ხარანაული.
აქვე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს “მზიურის კაფეს” მხარდასაჭერი პეტიციის ხელმოწერა, რომელიც ეხმიანება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წერილს, რომელშიც მზიურის კაფეს შენობა განიხილება “თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“ და აუქციონზე გამოტანით იგეგმება მისთვის ახალი მფლობელის შერჩევა. ეს გადაწყვეტილება ემუქრება მზიურის კაფეს არსებობას, ყველა იმ შედეგს, რაც ჩვენმა კაფემ მრავალი წლის განმავლობაში არაერთი სოციალური პროექტით და აქტივობით მიაღწია. სწორედ ამიტომ, ორშაბათს, გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად მივაწვდინოთ ქალაქ თბილისის მერს ხმა და ვთხოვთ, შეცვალოს გადაწყვეტილება და მისცეს სოციალურ “კაფე მზიურს” საქმიანობის გაგრძელების საშუალება!” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
კაფე მზიურის ცნობით, 15 ივნისს კაფემ ქონების მართვის სააგენტოსგან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი მიიღო, რადგან “ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს “ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად”.
· მზიური: თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფე მზიურის შენობა