მურთაზ ზოდელავა პარლამენტთან დააკავეს

საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დააკავა მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მის დასაკავებლად პოლიცია პარლამენტთან იმ დროს გამოჩნდა, როცა ის ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა.
„შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით, სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ… აუცილებლად ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს…
მინდა მოვასწრო… სრული დიქტატურაა, ეძებეთ თქვენნაირი ხალხი. იქ მეტი თანადგომა იქნება… არ დანებდეთ, მოკლედ… ჩვენ ვიყავით ალალი გულით. მე ჩემს პასუხისმგებლობას არავის არ გადავაკისრებ“, – უთხრა ზოდელავამ დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე ჟურნალისტებს.
დააკავეს აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძეც. პოლიციაა მისული კლინიკა „ჰელსიკონში“, სადაც მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძე მივიდა აქციიდან.
პოლიტიკოსების დაკავებამდე, პოლიციის მიკროავტობუსები და ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გამოჩნდნენ და საავტომობილო გზის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიტიკოსების დაკავების შემდეგ კი მუნიციპალურმა სამსახურებმა ქუჩების დასუფთავება დაიწყეს, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე (9 აპრილისა და ჭიჭინაძის) პოლიციელები გამოჩნდნენ.
4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის იმართებოდა, თბილისში „ხელისუფლების მვიდობიანად დასამხობად“ აქცია დაიგეგმა. მისი ორგანიზატორი მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ იყო, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა.
მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე. რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, მ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია 5 ოქტომბრის 02:11 საათის მონაცემებით არ გაუვრცელებია. უწყებაში უახლოეს პერიოდში ბრიფინგია დანიშნული.
ცნობილია, რომ უწყებამ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე