თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დედაქალაქში გარემოს დაცვის მიზნით, მწვანე ნარგავების დაზიანების, გარემოს სხვადასხვა სახის ნარჩენებით დანაგვიანებისა და ჰაერის სამშენებლო მტვრით დაბინძურების მიმართულებებით მონიტორინგი მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, 2023 წელს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილია 2600 სამართალდარღვევის ფაქტი და გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, სამართალდამრღვევებს დაევალათ მიყენებული ზიანის გამოსწორება.