მუზეუმის დაცვის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული

მუზეუმის დაცვის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმის დაცვის თანამშრომლს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული – ამის შესახებ ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიპჭე” წერს.
ახალციხის ციხის ტერიტორია ამ დროისთვის დაკეტილია.
„დღეს ციხის ტერიტორია დაიკეტა, აღარ იღებს დამთვალიერებლებს, რადგან საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს“,- აცხადებენ ახალციხის ციხის პრეს-სამსახურში.
დაცვის თანამშრომელი გარდაცვლილი დაახლოებით 09:00 საათამდე იპოვეს. გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად, ციხის ტერიტორია დამთვალიერებლებისთვის ღია იყო. მოგვიანებით, რაც თემით მედია დაინტერესდა, დაკეტეს.
-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, თ.ო–მ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ