მუდრიკი სერიოზულ სკანდალში გაეხვია – უკრაინელები შემტევს მოკვლით ემუქრებიან

“ჩელსის” უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. საქმე ის გახლავთ, რომ მან და რუსმა ფიტნესმოდელმა ვიოლეტა გრაჩევამ “ინსტაგრამგვერდზე” ვიდეო ერთი და იმავე ადგილიდან გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, “არისტოკრატების” ახალგაზრდა შემტევმა გოგონას ფოტოც მოიწონა და სოციალურ ქსელებში მის აქტივობებს თვალყურს ადევნებს.
ამის გამო მუდრიკმა უკრაინელი ხალხისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო და მისი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთასაც უპირობოდ ითხოვენ.
გთავაზობთ გრაჩევას ფოტოებს
მომზადებულია Sports-ის მიხედვით