დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც უწყება განცხადებაში წერს, ესტონეთი გმობს ე.წ პარლამენტის “გადაწყვეტილებას”.
“ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი განხორციელების მექანიზმები”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
We strongly condemn the illegitimate decision by the so-called parliament of the occupied #Abkhazia to transfer #Bichvinta/#Pitsunda to Russia.— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) December 28, 2023