მტკიცებულება – ცოლის პოსტები სოც. ქსელში – პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო და ამბობს, რომ ამას ყველა ხედავდა – სავარაუდოდ, ეს მაღალჩინოსნის მზერით დადგენილი პირველი ბრალი იქნება?
“ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ ამ ბოლო პერიოდის ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას მემგონი ყველა ხედავდა, ვხედავთ ბაჩო ახალაიას მეუღლეს, რომელიც სოცქსელში აქტიურია – ახალაია თვითონ არ ჩანს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის იმ სათქმელს აჟღერებს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს, რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, გამოძიება ამიტომაც არის. სამართალდამცავი სტრუქტურები ცდილობს, რომ ამაში გაერკვნენ და ყველა დეტალი დადგინდეს. პარლამენტის მოლოდინია, რომ სამართდამცავებმა მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, მიაკვლიონ ყველა ორგანიზატორს, მიაკვლიონ ყველა დამფინანსებელს, გარე წამხალისებელს და ყველას მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბაჩო ახალაია უკვე ორი საათია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში იმყოფება – ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთის ადრე -ს განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.