მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გახსნეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, ხალხმა მათ პატივი სცა, მათთან ერთად გააპროტესტეს კანონპროექტი, შესაბამისად, ისინი იმსახურებდნენ სახლში გაშვებას.
აქციის მონაწილეები, სანაპიროდან გმირთა მოედანზე დარჩენილებს მსვლელობით შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ