უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაცია “აბლაბუდას” შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “აბლაბუდას” შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფინავების 34% დაზიანდა.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
“7 მილიარდი აშშ დოლარი – ესაა მტრის სტრატეგიული ავიაციის ღირებულება, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია “აბლაბუდას” შედეგად დაზიანდა.
რუსეთის ძირითადი ავიაბაზების ტერიტორიაზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34% დაზიანებულია.
სპეცოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის კი რუსებს მხოლოდ ერთს ვეტყვით:
“თქვენ გეგონათ, რომ უკრაინა მარტივი იქნებოდა? უკრაინა – შესანიშნავია. უკრაინა – უნიკალურია. მის თავზე ისტორიის ყველა ბულდოზერმა გადაიარა. მან ყველა სახის გამოცდას გაუძლო. ის უძლიერეს ცეცხლშია გამოწრთობილი. თანამედროვე სამყაროში მისი ფასი განუზომელია” – ლინა კოსტენკო
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მტერი ჩვენი მიწიდან გავაძევოთ!
იერიშები მიგვაქვს ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე. თუ საჭირო გახდა, მიწის ქვეშიდანაც მივწვდებით.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის მტკიცებით, განადგურებული ან დაზიანებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი.
დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია “აბლაბუდა”.
წყარო: tabula.ge
