მსხვილ პროექტებში ქართული კომპანიები მთავარი კონტრაქტორები არ არიან – ანა საბახტარიშვილი

ქვეყანაში მიმდინარე თუ შესრულებული მსხვილი პროექტების მთავარი კონტრაქტორები ქართული კომპანიები არ არიან. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარაშვილი აღნიშნავს, მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიები მსხვილ პროექტებში მონაწილეობას ვერ იღებენ, იმ სტანდარტების არ არსებობაა, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. მისი განცხადებით, ადგილობრივ კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის სტატუსი აქვს. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, არსებობს პრაქტიკები, როდესაც ქართული კომპანიები ქვეკონტრაქტორის სტატუსსაც კი ვერ იღებენ.