მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ შეტევას

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე ს დღევანდელი შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ბალისტიკური იარაღი გამოიყენა.
რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვს თითქმის ყოველდღე ბომბავს.
30 აპრილი გლოვის დღეა უკრაინის ოდესის ოლქში, სადაც რუსეთის მიერ 29 აპრილს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის