მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. არის მსხვერპლი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 14 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია ერთი ბალისტიკური რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 145 დრონით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 80 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 42 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
სუმის საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, სატვირთო ავტომანქანაზე დრონით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ლოზოვსკის რაიონში სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ავტოტრანსპორტი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაიჭრა როვნოს ოლქში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის მონაცემებით, ნიკოპოლის რაიონში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი, შვიდი მაღაზია, სპორტული კლუბი და ელექტროგადამცემი ხაზები.
ღამის განმავლობაში 12 უკრაინული დრონის განადგურებას იუწყება ს თავდაცვის სამინისტრო. მისი ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, 9 უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, ხოლო 3 – ბელგოროდის ოლქში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.
ფორუმი