მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქების დაბომბვას

უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება სა და უკრაინის სხვა რამდენიმე ქალაქის დაბომბვას, რასაც უკრაინული მედიის ცნობით, სულ ცოტა 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„სამშობიარო, სასწავლო დაწესებულა, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი და კერძო სახლები, კომერციული საწყობი, პარკინგი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნეპრი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, სხვა ქალაქები”, – ჩამოთვლის ზელენსკი დაბომბილი ქალაქების ობიექტებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „დღეს რუსეთმა არსენალში არსებული ყველაფერი გამოიყენა“: С-300 „კინჟალი“, ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები.
„სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა X-101/X-505 გაუშვეს. დაახლოებით 110 რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობა ჩამოგდებულია“, – ამბობს ზელენსკი.
29 დეკემბრის მასირებულ თავდასხმაზე რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ზელენსკიმ პირობა დადო, რომ “აუცილებლად უპასუხებს” დარტყმებს. “რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს – და ეს ზუსტად ასე მოხდება”, – ამბობს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“