მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის წუხანდელ თავდასხმას

ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებს “შაჰედ” 131/136 ტიპის დრონებით შეუტია. ოდესის რეგიონში 12 დრონი ჩამოაგდეს, ნიკოლაევის რაიონში – სამი, ვინიცაში – ორი, ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
უკრაინის საჰაერო ძალების მანამდე გავრცელებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიის მისამართით გაშვებული 46 “შაჰედის” ტიპის დრონიდან 32 გაანადგურეს. დრონები ჩამოაგდეს ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში.
ოდესის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეცა, ერთი დრონის ნამსხვრევები დაეცა ოდესის გარეუბანში მდებარე სააგარაკე სახლს, ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით. დაიღუპა ერთ ადამიანი, სამი კი დაშავდა, მათ შორის ერთი 17 წლის მოზარდია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვინიცასთან ახლოს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, იმ დრონების უმეტესობა, რომელთა ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა თავს ფრონტის ტერიტორიებს დაესხა, კერძოდ, ხერსონის ოლქს. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ხერსონში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
გუშინ უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა,
უკრაინის შს მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, თავდასხმისას სადგურში იმყოფებოდა დაახლოებით 140 სამოქალაქო პირი, რომლებიც საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ. ეს თავდასხმა თავის საღამოს გამოსვლაში ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა მ და თქვა, რომ სამაშველო ძალები ზომებს იღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა