მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევას

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ზე მორიგი შეტევა მიიტანეს. არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვი.
სუმის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ვერხნესიროვატსკის რაიონში დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. 6 დაჭრილიდან 3 ბავშვია. დაზიანებულია 30-მდე სახლი. დრონებით დარტყმის ადგილი მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ხარკოვში. ამის შესახებ ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი იუწყება. დაზიანებულია კერძო სახლები და სამოქალაქო საწარმოები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 24 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ს ჯარებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 97 დამრტყმელი დრონით, რომელთაგან 78 მოიგერიეს. დრონებით დარტყმა დაფიქსირებულია 6 ადგილზე.
დღეს, 24 ივნისს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა ს შევჩენკოს რაიონში, სადაც 23 ივნისს რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევისას ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 23 ივნისს კიევში 9 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე, 17 ივნისს რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად კიევში 28 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა. სარაკეტო დარტყმამ კიევის სოლომენსკის რაიონში დაანგრია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.
ფორუმი