წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები.
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა იყო 29 აპრილსაც. დაიღუპა 5 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. 30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.
