მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას

საგანგებო სტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 28 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მასირებული შეტევა იყო ხარკოვის ოლქზე, სადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.
ხარკოვის ოლქში დრონებით ათამდე დარტყმა იყო სახლებსა და სამოქალაქო საწარმოზე, სადაც ხანძრები გაჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიჭრა კიროვოგრადის ოლქში, სადაც შეტევა იყო ერთ-ერთ საწარმოზე. შენობა ხანძარმა მოიცვა. უკრაინის ამ ოლქში დაზიანებულია 76 კერძო და ერთი 9-სართულიანი სახლი.
დრონებით შეტევა იყო ნიკოლაევის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 7 წლის გოგო. დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინის რკინიგზის ცნობით, ხარკოვის, სუმის და დონეცკის ოლქებში რუსული დრონებით თავდასხმა იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია ლიანდაგები, ელექტრომატარებელი და ერთ-ერთი სადგურის შენობა. თანამშრომლები და მგზავრები არ დაშავებულან.
უკრაინის საჰარეო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში ს ჯარებმა გამოიყენეს 5 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, 1 მართვადი საავიაციო რაკეტა და 88 დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა სახის უპილოტო-იმიტატორები.
სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში გააუვნებელყვეს 71 დამრტყმელი დრონი, სხვა სახეობების კიდევ 34 უპილოტო საფრენი აპარატი კი საცეცხლე საშუალებებით ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებები რვა ადგილს მოხვდა. კონკრეტულ რაიონებს სარდლობა არ ასახელებს.
ფორუმი