ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში დრონებით დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ოფიციალურ შეტყობინებაში საწარმო დაკონკრეტებული არ არის.
სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ქალაქ ჩერნიგოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია ერთი კერძო სახლი და დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი და კერძო სახლი, სკოლა და მაღაზიები.
შეტევა იყო ოდესაზეც. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.
უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ისევ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, რაზეც რუსეთმა კვლავ უარი თქვა.
მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.
უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.
ფორუმი
