მსურს გამოვეხმაურო, გუშინ სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები რესან მაჭუტაძის 7 სულიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაწვის ფაქტს

მსურს გამოვეხმაურო, გუშინ სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები რესან მაჭუტაძის 7 სულიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაწვის ფაქტს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ეხმიანება მოქალაქე რესან მაჭუტაძის სახლის დაწვის ფაქტს.
“მსურს გამოვეხმაურო, გუშინ სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები რესან მაჭუტაძის 7 სულიანი ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაწვის ფაქტს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქე სარგებლობს ეკომიგრანტის სტატუსით და 2022 წლიდან მუნიციპალიტეტს გაყვანილი ჰყავს ქირით. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. როგორც აჭარის მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება.
გარდა იმისა რომ ოჯახი ატარებს ეკომიგრანტის სტატუსს, ასევე დაკმაყოფილებულია 4 ოთახიანი გარემონტებული ბინით, რომელიც წლის ბოლოს გადაეცემა.
ვწუხვარ მომხდარი ხანძრის გამო. ოჯახი მუნიციპალიტეტის და აჭარის მთავრობის მიერ არ დარჩება მზრუნველობის გარეშე.”– ნათქვამია ზაზა დიასამიძის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს