მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ბოტაფოგოს“ შეხვდება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ს პსჟ „ბოტაფოგოს“ შეხვდება
ფიფა-ს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ შეხვდება. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
პსჟ-მა პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში პირველივე ტაიმში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება „ბოტაფოგოს“, ბრაზილიელებმა „სიეტლ სანდერსს“ 2:1 მოუგეს და პარიზელებთან ერთად ჯგუფის ლიდერები არიან.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩის წინ აღნიშნა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უსმან დემბელე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და, შესაძლოა, აღნიშნულ შეხვედრაშიც დასვენების საშუალება მისცენ. სხვა საკადრო პრობლემები ფრანგულ გუნდს არ აქვს.
„პარი სენ-ჟერმენი“ და „ბოტაფოგო“ ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან.