სამების ტაძარში მივიდა (ვიდეო)

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და , ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა.

მსოფლიო პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ -ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ბართლომეოს I საქართველოში თბილისის დროით 11:00 საათზე ჩამოფრინდა.

სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და მას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს