მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ჯასტინ ტრუდოს თანამდებობიდან გადადგომა ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისია.
მისივე თქმით, მალე ლიბერალური ავადმყოფობა, ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება.
„ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟის დასაწყისი! ტრამპის გაპრეზიდენტებით დაწყებული, ევროპული ლიბერალიზმის დეკადანსი, ამერიკის კონტინენტზე გადავიდა.
გერმანია ნიდერლანდები ბელგია საფრანგეთი ესპანეთი ავსტრია ბულგარეთი რუმინეთი დღეს კანადა და დიდი ალბათობით, მალე დიდ ბრიტანეთშიც გადადგება მთავრობა! მოკლედ, ლიბერალური სიგიჟის სივრცე ევროპის მასშტაბით, ბალტიის ქვეყნები და ლოკალურ დონეზე, ქართული რადიკალური ოპოზიცია დარჩება.
მსოფლიო მასშტაბით, როგორც ავადმყოფობას, ისე ანადგურებს კონსერვატიული დღის წესრიგი, ლიბერალურ სიგიჟეებს. და ძალიან მალე, ლიბერალური ავადმყოფობა, როგორც კეთრი, ჯანსაღი ორგანიზმიდან – ქართული ტრადიციული საზოგადოებიდან სამუდამოდ განიდევნება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც