მსოფლიო თასზე ვეტერან მოფარიკავეთა შორის მცირე ბრინჯაოს მედლები რუსუდან ჟვანიამ,ზურაბ აფციაურმა და თეიმურაზ მანაგაძემ მოიპოვეს

იტალიის ქალაქ ტერნიში დასრულდა მსოფლიო თასი ვეტერან მოფარიკავეთა შორის. საერთო ჯამში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რვა ქართველმა მოფარიკავემ იასპარეზა.
საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოხვდნენ და მცირე ბრინჯაოს მედლები, რაპირაში რუსუდან ჟვანიამ 50+ ,ზურაბ აფციაურმა 50+ და დაშნაში თეიმურაზ მანაგაძემ 70+ მოიპოვეს.
დაშნაში 60+ ასაკობრივ კატეგორიაში 16 მოფარიკავეს შორის იასპარეზეს არტემ სარკისოვმა და ზურაბ ბოკუჩავამ, რომელიც მომავალ ჩემპიონ ესტონელ სერგეი მელნიკოვთან დამარცხდა. ამავე ეტაპზე დაასრულეს ასპარეზობა, რაპირაში ეკა ღუნაშვილმა 40+, ხმალში კოტე დავითაძემ 60+ და დაშნაში ნოდარ ალავიძემ 70+.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს