მსოფლიო ვალებმა $315 ტრლნ-ს მიაღწია

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ვალებმა $315 ტრლნ-ს მიაღწია და რეკორდი მოხსნა.
ანგარიში ,,გლობალური ვალის მონიტორი“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა (IIF) გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, გლობალური ვალის მოცულობა წლის პირველ კვარტალში 1,3 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 315 ტრილიონ დოლარს მიაღწია. გლობალური ვალის მოცულობა, რომელმაც ამ პერიოდში რეკორდი მოხსნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 307 ტრილიონი დოლარი იყო.
გლობალური ვალის ზრდა ზედიზედ მეორე კვარტალში ძირითადად განპირობებული იყო განვითარებადი ბაზრებით. განვითარებად ქვეყნებში ვალის დაგროვების უმეტესი ნაწილი კონცენტრირებული იყო ჩინეთში, ინდოეთსა და მექსიკაში.
განვითარებულ ეკონომიკებში ვალის ოდენობის საერთო ზრდა კონცენტრირებული იყო ძირითადად -სა და იაპონიაში, რასაც მოჰყვა ირლანდია და კანადა. ვალის ოდენობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა შვეიცარიასა და გერმანიაში.
მაშინ, როცა განვითარებული ეკონომიკების მთლიანი ვალი წლის პირველ კვარტალში 209,7 ტრილიონი დოლარი იყო, განვითარებად ბაზრებზე ვალი 105,4 ტრილიონი დოლარი იყო.
გლობალური ვალის განაწილების თვალსაზრისით, შინამეურნეობების ვალები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიზარდა 59,1 ტრილიონ დოლარამდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არასაფინანსო კომპანიების ვალი გაიზარდა 94,1 ტრილიონ დოლარამდე, სახელმწიფო ვალი გაიზარდა 91,4 ტრილიონ დოლარამდე და ფინანსური კომპანიების ვალები, როგორიცაა ბანკები, გაიზარდა 70 ტრილიონ დოლარამდე.
გლობალური ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) კოეფიციენტმა განაგრძო ზრდა 2024 წლის პირველ კვარტალში, ზედიზედ სამი კვარტალში შემცირების შემდეგ.
წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ვალის შეფარდება ქვეყნების მთლიან მშპ-სთან 333%-ს შეადგენდა.
მთლიან მშპ-სთან მათი თანაფარდობის გათვალისწინებით, შინამეურნეობების ვალები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში 62,3-დან 61,1%-მდე, ხოლო არასაფინანსო კომპანიების ვალი 96,2-დან 95%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში სახელმწიფო ვალი 95,9%-დან 98,1%-მდე გაიზარდა, ფინანსური სექტორის ვალი კი 79,6%-დან 78,4%-მდე შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ