მსოფლიო ბანკმა ს სახელმწიფო ხარჯებისთვის თანხები გამოუყო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხარჯების მხარდასაჭერად, 1.34 მილიარდი დოლარი მიიღო. საუბარია სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
ამერიკის ხმის თანახმად. მსოფლიო ბანკმა 1.086 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო, ნორვეგიამ 190 მილიონი დოლარის გრანტი, -მა 50 მილიონი დოლარი და შვეიცარიამ 20 მილიონი დოლარი.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას მოხმარდება, რომელიც დაკავშირებული არაა უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან. კერძოდ, გადაუდებელი სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებისთვის ასაკის მიხედვით სოციალური შეღავათებისა და ანაზღაურების გაზრდას.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარება „მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, რაც საშუალებას აძლევს ს დაფაროს ომის დრო პრიორიტეტული სოციალური ხარჯები.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის