მსოფლიოში ცხოველთა კვების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ფასი 10-15%-ით გაიზარდა – “ნუტრიმაქსი”

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი ცხოველების საკვებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირებას, ცუდი მოსავლიანობით ხსნის. “საქმიან დილაში” საკითხზე საუბრისას ბექა ბექაია აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლის და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობს.