მსოფლიოში ყველაზე მეტი, 340 000 მილიონერი ნიუ იორკში ცხოვრობს – ქალაქების რეიტინგი

Ranking Royals-ი, Henley and Parners-ზე დაყრდნობით, მსოფლიოს 40 ქალაქს ასახელებს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. კვლევაში ნათქვამია, რომ მილიონერები იკრიბებიან ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ეკონომიკური კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხია. ნიუ-იორკს უფრო მეტი მილიონერი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქს. ქალაქი მილიონერებისთვის ცხელი წერტილია, რადგან ის ფინანსური, ტექნიკური და უძრავი ქონების ცენტრია.
2023 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი, 340 000 მილიონერი ნიუ იორკში იყო. ქალაქების სამეულში, მილიონერების ყველაზე დიდი რაოდენობით, ტოკიო და სან-ფრანცისკოა.
ტოპ 40 ქალაქში ყველაზე მეტი – 9 ქალაქი (ნიუ იორკი, სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, ჰიუსტონი, სიეტლი, ბოსტონი, მაიამი, ოსტინი) -დანაა, სადაც 30 500-დან 340 000-მდე მილიონერი ცხოვრობს. რეიტინგში 5 ქალაქი ავსტრალიაშია, 4 – ჩინეთში, 3 – იაპონიაში, 2 – კანადაში, 2 არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. 40 ქალაქს შორისაა ს დედაქალაქი მოსკოვი 35 200 მილიონერით.
ტოპ 10 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს ასეთია:
ნიუ იორკი – 340 000 მილიონერი;
ტოკიო – 290 300 მილიონერი;
სან ფრანცისკო – 285 000 მილიონერი;
ლონდონი – 258 000 მილიონერი;
სინგაპური – 240 100 მილიონერი;
ლოს ანჯელესი – 205 400 მილიონერი;
ჰონგ-კონგი – 129 500 მილიონერი;
პეკინი – 128 200 მილიონერი;
შანხაი – 127 200 მილიონერი;
სიდნეი – 126 900 მილიონერი.

ასევე დაგაინტერესებთ