მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს

მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს
მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია.
„მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად, კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ოთხი პარტია, 40 ენჯეო, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი“, ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 „ქართველი ხალხი“ გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, სამუშაო ადგილები, სახელმწიფო არამხოლოდ ზრუნავს, არამედ მსხვილ ინვესტიციებსაც დებს აღნიშნული მიმართულებით, რაც გამოხატულია მასშტაბურ საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებში