მსოფლიოს TOP-10 ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქი

SWITZERLAND GLOBAL ENTERPRISE-ის მონაცემებით, ციურიხმა მსოფლიოს „ყველაზე ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
Smart City Index 2024, რომელიც შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) მიერაა შედგენილი, 2019 წლიდან, სიაში ციურიხი ლიდერობს.
ინდექსი ეფუძნება მეგაპოლისების ეკონომიკური და ტექნოლოგიური ასპექტების შეფასებებს, ასევე ფაქტორებს, როგორიცაა მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, გარემო და ინკლუზია (ჯამში 142 ქალქი შეფასდა).
ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ და ავსტრალიის დედაქალაქმა კანბერამ, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ათეულს ავსებენ ჟენევა, სინგაპური, კოპენჰაგენი, ლოზანა, ლონდონი და ჰელსინკი.
გარდა ამისა, ინდექსმა აჩვენა, რომ ყველაზე სტაბილური განვითარების დინამიკა აქვთ აბუ დაბიში, ციურიხში, ოსლოში, სინგაპურში, პეკინსა და სეულში.

ასევე დაგაინტერესებთ