მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ივლისში 37,1 ტონა ოქრო შეიძინეს

ივლისში მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ ოქროსა და სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 37,1 ტონით გაზარდეს. წინასწარ შეფასებას მსოფლიო ოქროს საბჭო (WGC) აქვეყნებს.
ოქროს ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ პოლონეთი (14,3 ტონა), უზბეკეთი (9,6 ტონა) და ინდოეთი (5,4 ტონა). მარაგები გაზარდეს ასევე იორმ (4,3 ტონა), თურქეთმა (3,8 ტონა), ყატარმა (2,3 ტონა), ჩეხეთმა (1,6 ტონა), ეგვიპტემ და მალტამ (თითოეული 0,1 ტონა).
ოქრო გაყიდეს ყაზახეთმა (3,9 ტონა) და მონღოლეთმა (0,7 ტონა).
interfax