მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბაზრები

საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან ერთად, საფონდო ბირჟები აქვეყნებენ ინდექსებს, ე.წ. საფონდო ბირჟის ინდექსებს, რომლებიც ბირჟაზე აქციების საშუალო ფასის ცვლილებას უჩვენებს. საფონდო ბირჟის ინდექსი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა.
მსოფლიოში, საშუალოდ, 80 მასშტაბური საფონდო ბირჟა არსებობს, რომელთა ჯამური ღირებულება 110 ტრილიონ დოლარს აღემატება. საინტერესოა, რომ ორი უმსხვილესი ბირჟა – ნიუ-იორკისა და ნასდაქის – გლობალური კაპიტალიზაციის 42.4%-ს განაგებს. განვითარებადი ეკონომიკების სწრაფი ზრდის ტემპის მიუხედავად, კაპიტალის ბაზრების წამყვან ქვეყნად კვლავ რჩება. ამერიკის საფონდო ბაზრის ჯამური ღირებულება 52.6 ტრილიონ დოლარს უტოლდება. ქვეყნის 7 უმსხვილესი კომპანიის, როგორც მეორენაირად უწოდებენ “შესანიშნავი შვიდეულის” აქციების საერთო ღირებულება 13.1 ტრილიონ დოლარს უტოლდება.
“შესანიშნავი შვიდეული”, ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა: Alphabet, Amazon, Apple, Meta, Microsoft, Nvidia და Tesla. მართალია 2024 წელს ტესლას აქციების ფასი 28%-ით დაეცა, თუმცა NVIDIA-ს სწრაფმა აღმასვლამ და 2 ტრილიონად შეფასებამ, “შესანიშნავი შვიდეულის” დომინირებას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. საერთო ჯამში, ჯგუფს შეერთებული შტატების მთლიანი საფონდო ბაზრის დაახლოებით მეოთხედი უკავია.
აშშ-ის შემდეგ 3 უმსხვილესი საფონდო ბაზარი აზიაშია. 11.5 ტრილიონი დოლარით რეიტინგში ჩინეთი პოზიციონირებს, რომელსაც 6.5 და 4.4 ტრლნ დოლარით იაპონია და ინდოეთი მოსდევს.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის საფონდო ბაზრის ღირებულებამ 2024 წლის დასაწყისში პირველად 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი ბაზარი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, ინდოეთის ბირჟებზე დალისტული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია სამი წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარით გაიზარდა ქვეყანა ერთ-ერთ საუკეთესო განვითარებად ბაზრად იქცა.
იმავდროულად, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ, რითაც 2021 წლის პიკის შემდეგ 6 ტრილიონი დოლარით შემცირდა. ჰანგ სენგის ინდექსი, ჰონგ-კონგის ძირითადი საფონდო ინდექსი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 40%-ზე მეტით შემცირდა.
მსოფლიოს უმსხვილეს საფონდო ბაზრებს შორის ასევე ვხვდებით საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს. მათ შორის სხვაობა კი მცირედია. თუ საფრანგეთის ბაზრის ზომა 3.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ბრიტანეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3.1 ტრილიონი დოლარია.
იმ ქვეყნებს შორის კი, რომელთა საფონდო ბაზარიც 1 ტრილიონ დოლარს აღემატება ასევე პოზიციონირებს: , კანადა, გერმანია, ტაივანი, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ნიდერლანდები.