მსვლელობის „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობისას ხმაური იყო

ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაეს სასამართლოსთან მისვლის შემდეგ ახალგაზრდები მომდევნო ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მსვლელობის დროს კი მათთან მოქალაქე მივიდა და მათ მოღალატეები უწოდა, რასაც შეხლა -შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა.
“რამდენი გადაგიხადა რუსეთმა?”, “შენ ხარ გამყიდველი”, – მიმართავდნენ მომიტინგეები პირს, რომელმაც მათ მოღალატე უწოდა.
აქციის ორგანიზატორები პოლიციას ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ, მსვლელობის მონაწილეებს კი არ აყოლოდნენ პროვოკაციას.
ამ დროისთვის, ინციდენტი ამოწურულია. მსვლელობის მონაწილეები გეგმავენ, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ.
შეგახსენებთ, აქცია სახელწოდებით “არა რუსულ კანონს” პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდებმა მოგვიანებით მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ