მსვლელობა სამედიცინო უნივერსიტეტიდან – ისინი ილიაუნთან სტუდენტებს შეუერთდებიან

ფოტო – ტვ პირველი
სტუდენტები იკრიბებიან სამედიცინო უნივერსიტეტთან – ახალგაზრდები ქუჩაში უსამართლობის და რეპრესიების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
ისინი რადენიმე წუთში შეუერთდებიან ილიას უნივერსიტეტის წინ შეკრებილ სტუდენტებს და ასე გააგრძელებენ საკუთარ სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვას.
ცნობისთვის, ქუჩაში-ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ახლა აუდიტორიის ნაცვლად ქუჩაში დგანან და დაჭერილ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ.