მსვლელობა ევროკავშირის ოფისისკენ – ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს

ფოტო – Mariam Merlani
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს. ისინი ევროკავშირის ოფისისკენ მსვლელობას აპირებენ. ისინი სკანდირებენ “სად მივდივართ? – ევროპაში”, “ საქართველოა”, “არა რუსულ კანონს”….
ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა რუსული კანონის გაწვევაა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები სპონტანურ აქციებს უკვე რამდენიმე დღეა აწყობენ. ისინი პარლამენტთან იკრიბებიან და შემდეგ საპროტესტო მსვლელობით გადაადგილდებიან. მანამდე ისინი უკვე იყვნენ იუსტიციასთან, კანცელარიასთან, უზენაეს სასამართლოსთან და ა.შ.
სწორედ იმის გამო, რომ ახალგაზრდები არა და არ იღლებიან და ვერა და ვერ გააჩერეს, ხელისუფლებამ 29 აპრილს მის მხარდამჭერთა აქცია დაანონსა, თუმცა, ღიად ამბობს, რომ რეგიონებიდანაც ჩამოიყვანს მომხრეებს, მაშინ, როცა რუსული კანონის მოწინააღმდეგა აქციებზე, ჯერ რეგიონებიდან ადამიანები არ ჩამოსულან. ხელისუფლების მომხრეები კი ჯგუფებში წერენ, რომ ტრანსპორტირება და კვება ექნება უფასო მას, ვინც 29 აპრილს მათ აქციაზე წაყვება,

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი