“მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს” – რა ფოტო ვრცელდება კვარაცხელიასა და მაცარის შესახებ [PHOTO]

სერია A-ს მე-13 ტურში ს “ნაპოლიმ” გასვლაზე “ატალანტა” 2:1 დაამარცხა, მატჩის პირველი გოლი კი ქართველმა გაიტანა, რითაც მიმდინარე სეზონში მე-4 ზუსტი დარტყმა მიითვალა.
მოგეხსენებათ, “პარტნოპეის” რიგებში დაბრუნების შემდეგ ეს ვალტერ მაცარისთვის სადებიუტო შეხვედრა იყო.
“ნაპოლის” ერთ-ერთი გვერდი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა გამარჯვების შემდეგ ვალტერ მაცარის ეხუტება.
“მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს”, – ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

ასევე დაგაინტერესებთ