“მსგავსი @ლეობების თქმას ჯობია განაგრძოთ ჩუმად ჯდომა, “აკოპში” – დავით ზურაბიშვილი

პატ. ცნობილნო ამა ქვეყნისა, ანუ ე. წ. სელებრითებო.
წუხანდელი სასტიკი დარბევის ფაქტი თუ გაწუხებთ, თქვთ ეს პირდაპირ და ალალად. არ არის აუცილებელი რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი იყო მხეცობას და პირუტყვობას რომ თავისი სახელი დაარქვა. ხოლო თუ ვერ ბედავთ ამას, ხელისუფლებასთან ურთიერთობის კომფორტი გეძვირფასებათ და ა. შ., ამ “ორივე მხარის ძალადობას ვგმობ” და მსგავსი @ლეობების თქმას ჯობია საერთოდ არაფერი თქვათ და განაგრძოთ ჩუმად ჯდომა, როგორც ძველად იტყოდნენ, აკოპში. თან კაიტიპობა და თან კონფორმიზმი ერთად არ გამოდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია