მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრობისას

მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრობისას
, მაშინ როდესაც ედუარდ შევარდნაძე იყო ჩვენი ქვეყნის პირველი პირი მისი იუსტიციის მინისტრი იყო. ნელ-ნელა იწყებდა ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზადებას, ბატონი და პოლიტიკური, არჩევით პოლიტიკას ვგულისხმობ, კარიერა მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზა უფრო დიდი მწვერვალებისკენ,- განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
ს განცხადებით, სულხან მოლაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა იგი ამხილა სამინისტროს თანხების უკანონო ხარჯვაში. „თქვენ რომ ახსენეთ საკრებულო, აქ იგულისხმებოდა ის, რომ შემდგომ მან კენჭი იყარა და გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. აი ამ დროს, როდესაც ის იყო მინისტრი თქვენმა ვაჟმა, სულხან მოლაშვილმა, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, შეამოწმა საბიუჯეტოს სახსრების ხარჯვა მინისტრი სააკაშვილის მიერ და იქ აღმოჩნდა მრავლობითი დარღვევები.
სტრასბურგის სასამართლოში შემოსულ მასალებში იდო, სწორედ კონტროლის პალატის მიერ მოლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში შექმნილი დოკუმენტები თავისი დანართებით. ამ დოკუმენტებსა და დანართებში არა მხოლოდ დარღვევები იყო, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რომ ფლანგავდაო სახსრებსო, არამედ ბატონ სულხანს მისთვის ჩვეული პრინციპულობით პირდაპირ გვარებით და სახელებით ჰქონდა ჩამოთვლილი ვისზე და რისთვის ხარჯავდა მინისტრი სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს უკანონოდ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ს თქმით, დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, ანუ საბიუჯეტო სახსრები, დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის, თავისი პირადი ჯანმრთელობისა, თუ კარგად ყოფნისთვის, მას მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა იუსტიციის მინისტრობისას.
„დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, ანუ საბიუჯეტო სახსრები, დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის, თავისი პირადი ჯანმრთელობისა, თუ კარგად ყოფნისთვის. მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობისას. მე მახსოვს იმ ქალბატონების გვარები და სახელები, სტრასბურგის მასალებიდან, ვისზეც ის წერდა, რომ იმის მაგივრად, რომ ის სახელმწიფო სახსარი მოეხმარებინა მინისტრს სახელმწიფო მიზნებისთვის ის თავისი გარემოცვის ქალბატონებზე ზრუნვით იყო დაკავებული და ამაში ხარჯავდა იუსტიციის სამინისტროს სახსრებსო, ეს ეწერა სხვა ბევრ დარღვევას შორის“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
Next: პირველი ბრალდება იყო, რომ 37201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებსო. თვითონ არ აუღია კაპიკი, ოქმი იყო და ყველაფერი. ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას