“მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა” – “ლევადიას” მწვრთნელი “იბერიასთან” თამაშის შემდეგ

მოგეხსენებათ, გუშინ თბილისის “იბერია 1999” უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის ეგიდით სტუმრად ესტონურ “ლევადიასთან” 0-1 ანგარიშით დამარცხდა. მატჩის შემდგომ “ლევადიას” მთავარმა მწვრთნელმა კურო ტორესმა ინტერვიუ მოედანზევე ჩაწერა.
– რამ შექმნა განსხვავება დღევანდელ თამი და რატომ იყო “ლევადია” უკეთესი?
– არ მიყვარს კამათი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ შეცდომები იყო. ჩვენ თამაშისას მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და ამ ყველაფერს გამოვასწორებთ. მიუხედავად ამისა, განსხვავება მაინც ვაჩვენეთ.
– დღეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში დაცვაში თქვენმა ფეხბურთელებმა სულელური შეცდომები დაუშვეს. როგორც მწვრთნელი, რას იტყვით, რატომ მოხდა ეს ყოველივე?
– იცით რა? მე ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ ისინი ახალგაზრდები არიან. მათ გამოცდილება აკლიათ და აი, ისეთი თამაშებით, როგორიც დღეს იყო, გამოცდილებას თანდათანობით იძენენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა შეცდომები გამოსწორდეს, თუმცა დღეს რაც მოხდა, ეს ნორმალურია…
– ზოგიერთ ფეხბურთელთან შეგუება, განსაკუთრებით, იმ უცხოელთან, რომელიც ევროპულ სტილს ახლა ეჩვევა, იყო თუ არა პრობლემატური?
– სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მსაჯობა დიდად არ მომეწონა. მესმის, ადამიანები ვართ, შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ძალიან ბევრ ჯარიმას ნიშნავდა ჩვენს წინააღმდეგ… თამაშში პროვოკაციული მცდელობებიც იყო, თუმცა ამან შედეგზე გავლენა არ იქონია. რაც შეეხება ამ შეკითხვას, ადაპტაციის პრობლემა არ მქონია.
– თქვენ ბოლო წუთებში შემოიყვანეთ ს ნაკრების ნახევარმცველი რასმუს პეეტსონი. ადგილი რაიმე ტაქტიკურ გადაადგილებას ხომ არ ჰქონდა? მზად არის ის საქართველოში სათამაშოდ?
– არანაირი ტაქტიკური გადაადგილება არ ყოფილა, სიმართლე რომ ვთქვა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამიტომ, გამოვიყვანე. გულწრფელად ისიც არ ვიცი, თბილისში ითამაშებს თუ არა…
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება 29 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს – წაგებით დავიწყეთ…
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი – “იბერია 1999” სახლში “მალმიოსთან” 1:3 დამარცხდა
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
[VIDEO] “იბერია 1999” “მალმიოსთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
ერთმანეთზე ლამაზი გოლები – არაბიძემ “ლევადიას” დუბლი შეუსრულა [VIDEO]
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
საჩხერის “ჩიხურამ” თურქული შეკრება დაიწყო