მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი – მზია ამაღლობელი არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გმირების გვერდით დაიჭირა ადგილი

მზია არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გმირების გვერდით დაიჭირა ადგილი,- ეს განცხადება ბათუმში საპროტესტო მანიფესტაციის ფარგლებში, სიტყვის გამოსვლისას მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უსუსური სასამართლო მოქალაქეებს ასამართლებს.
„უსამართლო სასამართლო.. ჯერ გვაკავებენ, შემდეგ გვასამართლებს, მეც ერთ- ერთი ვარ, ვისაც მაწუხებს. დღეს 21-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, თავისუფლება მზიას, იგი არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გმირების გვერდით დაიჭირა ადგილი, ისტორიაში არ არის მოხვედრა მთავარი, მაგრამ როგორ რომელ მხარეს”, – აღნიშნა ბახუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს.
„ახალი თეატრის“ მსახიობები და აქციებზე დაკავებულთა ახლობლები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.
ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ