მსახიობები ანი ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია მოსამართლე ნინო ენუქიძემ დააჯარიმა

მსახიობები ანი ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევებად ცნო და 5000-5000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა გაითვალისწინა.
-ს იურისტები ორივე მათგანს ედავებოდნენ თბილისის რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ 9 იანვარს. ანი ტყებუჩავა აღნიშნავდა, რომ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე მაშინ მივიდა, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო, ბაჩო ქაჯაიას ადვოკატის თქმით კი, შსს-ს წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე გადაკეტილ გამზირზე იმყოფებოდა.
პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, პოლიცია ათობით ადამიანს უწერს სამართალდარღვევათა ოქმს, „ქართული ოცნება“ კი რეგულაციებს ამკაცრებს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ადამიანი დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის.
თბილისსა და სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის სკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად