კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამის ინფორმაციას ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ.
ამ ეტაპზე გაფიცვა 10-მდე პირს აქვს გამოცხადებული.
გაფიცულთა შორის არიან: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ცხადაძე, ვანო თარხნიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ეკა დემეტრაძე, თუთა ოქროპირიძე, თამრი ოხიკიანი, მანუ თავაძე, მარიამ ნადირაძე, ნატუკა კახიძე, ანდრო ჭიჭინაძე, ნატალია გაბისონია.
ამასთან, გაფიცულია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის 56 თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორი ოთარ ქათამაძე ავრცელებს.
„ჩვენ, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის თანამშრომლები, კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ ხელისუფლების ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებს. ასევე, ჩვენთვის საშინლად მიუღებელია მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობა და სისხლის ღვრა. აქვე მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ჩვენთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებს! ჩვენ ვდგავართ ჩვენი ხალხის გვერდით. დიახ! თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია და არ ვაპირებთ სპექტაკლების თამაშს! საქართველოს მომავალი ევროპაშია! ხელმომწერთა სია განახლებადია“, – წერს რეჟისორი ოთარ ქათამაძე.
ოთარ ქათამაძე იმ ადამიანების სიასაც აქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, გაფიცულები არიან: ოთო ქათამაძე, კახა კობალაძე, ლია აბულაძე, ეკა ჩავლეიშვილი, გაგა გოშაძე, ნატო გოგიტაური, მერი ნაკაშიძე, დათო წერეთელი, მამუკა მანჯგალაძე, ლამუნა მიქაუტაძე, ზურაბ გორგილაძე, ლაშა კონცელიძე, ელენე კომახიძე, მიხეილ ღომიძე, რეზი ლორთქიფანიძე, ლევან კაკულია, ჯემალი ველიაძე, ტიტე კომახიძე, მაია ცეცხლაძე, ზაზა ზოიძე, თეონა შამილაძე, ანანო იაშვილი, თორნიკე ბარამიძე, მეგი კობალაძე, დავით კახიძე, ავთო ქარჩავა, ნოდარ ძიძიგური, თათია თათარაშვილი, ლევან კაკურია, ოთარ დოლიძე, ზვიად დოლიძე, მიხეილ საღარაძე, მალხაზ კონცელიძე, კობა ბაბილოძე, ოთარ ჯოხტაბერიძე, ამირან კირკიტაძე, ირაკლი კრასნაპოლსი, ლევან ჯაიანი, ჯანო ჯაიანი, დავით დიასამიძე, დავით ნაკაშიძე, გიორგი ყურავა, ქეთა ბარამიძე, ანა ლებანიძე, გიორგი ფირცხალაიშვილი, ლუკა ბესელია, მადონა კილაძე, თამრიკო მესხიძე, თათია ანდღულაძე, ნანა ქობულია, ანასტასია გოგიჩაიშვილი, აკაკი ჯაში, ნინო კილაძე, მანანა კილაძე, ჯუმბერ კახიძე და ხატია ფოფხაძე.