მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი – პატრიარქი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი – პატრიარქი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისალოც წერილში ნათქვამი.
როგორც წერილშია აღნიშნული, მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.
„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.
მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ. მამაშვილური სიყვარულით, , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია პატრიარქის მისალოც წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მინდა ჩემი ღირებულებების ევროპა, თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით – ასე ვიყავით კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე