,, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან შეხვედრებისთვის დასავლეთის ლიდერთა “რიგიც” დგას ხოლმე” – გია აბაშიძე

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტს ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
,,საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა აქტიურია – სასიხარულოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. მეტი ინვესტიციის პერსპექტივა და ღრმა, მრავალწახნაგოვანი ურთიერთობა რეალურ სიბრტყეშია.
გალფის ქვეყნებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოება ევროპისა და აშშ-ის საგარეო პრიორიტეტებშიცაა.
საამიროების შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან შეხვედრებისთვის დასავლეთის ლიდერთა “რიგიც” დგას ხოლმე.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს