მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს – იოახიმ შტამპი

გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში იოახიმ შტამპი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას “ტვიტერით” ეხმაურება.
იოახიმ შტამპი იმ სასიკეთო შესაძლებლობების შესახებ წერს, რაც უკანონო მიგრაციის წინააღდეგმ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას მოჰყვება.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოსთან, არამედ ვქმნით მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მუდმივ ჩარჩოს: უკანონო მიგრაციის წინააღდეგ ბრძოლის, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განახადების შემცირებისა და მოწესრიგებული მიგრაციის გაძლიერებისთვის, რაც სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
ამ მიზნით, ჩვენ ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ დაუყოვნებლივ ავამოქმედებთ ექსპერტთა ჯგუფებს, რათა მომზადდეს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები, დაუსაბუთებელი თავშესაფრის განაცხადების შემცირებისთვის და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდისთვის, რაც ერთი მხრივ გაზრდის პერსპექტივებს და ამასთან არ მოახდენს ე.წ. „ბრეინდრეინს“ (ტვინების გადინებას.)
ზემოაღნიშნული თანამშრომლობისთვის, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სასარგებლოა ორივე მხარისთვის და რომელსაც კიდევ უფრო განვავითარებთ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ სამუშაო ძალების მოძიება ჩვენი პარტნიორების დაზარალების გარეშე, ასევე, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ დარჩენის პერსპექტივა არ დაადგებიან ამ გზას.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ საქართველოს, რომლის კულტურული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ევროპისთვის. სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველი საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთგაცვლას, რომელზეც შეთანხმება გავაფორმეთ. მადლობას ვუხდი საქართველოს კარგი თანამშრომლობის დაწყებისთვის”, -აღნიშნავს იოახიმ შტამპი, რომელიც გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ს ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს