მოხარული ვარ, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაეგზავნა, გვსურს ყველამ ერთად იმუშაოს, რომ 9 დათქმა შესრულდეს – ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველო კანდიდატის სტატუსი მოლოდინშია. 14-15 დეკემბერს, ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოისმენს.
რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმ ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა. მმართველმა გუნდმა კი მუშაობა დაიწყო.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმაზე მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, 9 დათქმაზე კი, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. მოწოდების მიუხედავად, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული შემადგენლობის ჩართვა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“14-15 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გადაწყვეტენ 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში განვითარების ბედს. ეს ქართველებთან ერთად, ჩემთვისაც ემოციურია. ევროკომისიამ 8 ნოემბერს დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს, ვიმედოვნებ, 2 კვირაში ეს სტატუსითაც გამყარდება. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მეტიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ბოლო დღეებში ბევრი ინიციატივა გამოითქვა, რეფორმები აუცილებელი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, სამოქმედო გეგმა 9 პრიორიტეტზე, რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელს გადაეგზავნა. ჩვენ გვსურს ყველამ ერთად იმუშაოს, რომ 9 დათქმა შესრულდეს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა ამ პროცესში”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება