დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას

დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას
საქართველოში მოქმედ უცხოურ აგენტურაზე და მათთვის გაცემული დავალებების შესრულებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე. როგორც ის აღნიშნავს, აგენტურული საქმიანობა წლები ხორციელდებოდა და მან თითქმის ყველა სფერო მოიცვა. „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად, კომუნიკაციის საშუალებებს.
მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ არ იცოდნენ… ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით”, – ეს განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.
და იქვე წერს, რომ ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე იყვნენ ,,ჯაშუშ/აგენტები” ვალდებული შეესრულებინათ ეს დავალებები!!! 2012 წლამდე, ჩვენდა საუბედუროდ, ამას აკეთებდა არა მხოლოდ ენჯეო-გაზეთ-ჟურნალ-ტელევიზიები, არამედ ხელისუფალიც. იმედია, ამოიცანით თქვენი თავი! შემდეგში ალბათ გვარებიც დასახელდება. მართლა რა ამაზრზენი უსამშობლოები ხართ… ,,ვყიდულობდითო!!!”- ამაზე დამამცირებელს, ძალიან რომ მოინდომო მეტს ვერაფერს მოიფიქრებ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები