მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.
რუსთავი 2-ის ცნობით, ის გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.
ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო. 2019 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრიჯაოს მედლებიც აქვს მოგებული.