მოშიმშილე ისაკო დევიძე კლინიკიდან ისევ იზოლატორში დააბრუნეს – ადვოკატი

მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე, რომელიც დღეს კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს, ისევ იზოლატორში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.
“ისაკო დევიძე ისევ დააბრუნეს ზაჰესის იზოლატორში … ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს, ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია! ისაკოს სჭირდება 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან არის მშრალ შიმშილზე – წყალსაც არ იღებს და იმის მაგივრად ვივამედიში დაეტოვებინათ, ისევ იზოლატორში გადაიყვანეს!! სისტემის ანგარიშსწორება თავისუფალ ადამიანებზე გრძელდება”, – აცხადებს ადვოკატი.

ასევე დაგაინტერესებთ