24 აგვისტოს, სტამბოლში ბოსფორის სრუტის ყოველწლიური გადაცურვის მარათონი გაიმართა. ამ ასპარეზობაში მონაწილეობდა მოყვარული მოცურავე საქართველოდან ვლადიმერ აბაჯიანი.
მან წარმატებით დაასრულა თავისი პირველი მარათონი ღია წყალზე – 6,5 კმ დისტანცია 1:31 წუთში დაფარა.
ეს მარათონი 1989 წლიდან, თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება და მასში ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნის მოცურავე მონაწილეობს.
