მოქმედ თავმჯდომარესთან უთანხმოების გამო, ენმ-ს წევრები ყოველდღე ტოვებენ – რას ამბობენ ორად გახლეჩილი პარტიის დაპირისპირებული წევრები?

მოქმედ თავმჯდომარესთან არსებული უთანხმოების გამო, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” მისი წევრები ყოველდღე ტოვებენ.
მათ შორის არიან ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის უკვე ყოფილი წევრები “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალურ გავლენებს ასახელებენ.
და მისი მხარდამჭერები ღიად აცხადებენ, რომ დაპირისპირებული მხარის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებენ.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ “ნაცმოძრაობაში” არსებული შიდა დაპირისპირება პარტიას საბოლოოდ დაშლის.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ფალავანდიშვილის განცხადებით, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებმაც შიდა არჩევნებში დამარცხება ვერ გადაიტანეს და დღემდე პირადი წყენის საფუძველზე მოქმედებენ.
“პრობლემა გახლავთ ის, რომ ადამიანთა ჯგუფმა ვერ გადაიტანა შიდა არჩევნებში განცდილი მარცხი, სამწუხაროდ ამან პირადმა წყენამ განაპირობა მათი ქმედებები, არადა როგორც სგან, ასევე პარტიისგან მათ ჰქონდათ კონკრეტული შემოთავაზებები”, – განაცხადა ნიკა ფალავანდიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი პატარაიას განცხადებით, პრობლემის მოგვარების ნაცვლად დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება, რაზეც პასუხისმგებლობა არსებულ მენეჯმენტს ეკისრება.
“კრიზისი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია”, სამწუხაროდ, მოგვარების ნაცვლად, ღრმავდება და ვხედავთ, ყოველდღიურად ტოვებენ “ნაციონალურ მოძრაობას” ის დამსახურებული ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობა” ყოფილიყო წარმატებული. დღევანდელი მენეჯმენტისგან ყოველდღიურად ვისმენთ, რომ თითქოს, არაფერი ხდება განსაკუთრებული “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს დაგეგმილია და ათას სიბინძურეს ამბობენ. პასუხისმგებლობა აიღოს პარიის თავმჯდომარემ, დატოვოს თანამდებობა და მმართველი რგოლი ჩამოყალიბდეს პოლიტსაბჭოს მეშვეობით”, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან

მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც ჩვენს არჩევნებში გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!